ნაყინი და მოგონებები

ნელ-ნელა მგონი გამოდის კარგი ამინდები და ალბათ უკვე ყველამ გავსინჯეთ ნაყინი.  ნაყინი არის დესერტი, რომელიც სიცხის დროს დასიცხულ აზრებს გვიგრილებს ხოლმე და თან გემრიელიცაა, განსაკუთრებით შოკოლადის ♥ ახლა უკვე ნაყინს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შევხვდებით თან ათასგვარს, ადრე კი იმ ქალების იმედზე ვიყავით, რომ ჩაივლიდნენ და ბოლო ხმაზე კიოდნენ “მაროჟნი, მაროჟნიიიი”-ო. ძალიან პატარა ვიყავი, ისიც მახსოვს “ტაჩკებით’ რომ დადიოდნენ კაცები და გასძახოდნენ “ბოთლებს ვიბარებ, ბოთლეებს!”. მეც ჩამიბარებია რამდენჯერმე შუშის ბოთლები უბნის ბავშვებთან ერთად და მერე ნაყინები გვიყიდია, მაშინ მგონი “გურჯაანის” ნაყინები იყო.

ადრე ჩემი ძმა და მეზობელი ბავშვები ფეხბურთს რომ თამაშობდნენ  და მე არ მათამაშებდნენ, გოგო ხარო, ნაყინს ვყიდულობდი, კუთხეში დავდგებოდი და ვუყურებდი თვითონ როგორ ფაფხურობდნენ. სასაცილო სანახავები კი იყვნენ, ალბათ მეც რომ მეთამაშა, რა სასაცილო ვიქნებოდი. დაღმართი ადგილი იყო და ბურთი სულ დაბლა მიგორავდა, ბიჭები კი რიხინ-რიხინით მისდევდნენ, მაგრამ მაინც ვერ ეწეოდნენ. ბევრი ბურთი დაგვიკარგავს ასე, მაგრამ დიდი დანაკლისი არ იყო, მაინც არ მათამაშებდნენ.. ისე ლახტაობა მერჩივნა ბურთის უაზროდ დევნას. ხშირად ვეჯიბრებოდით ერთმანეთს ლახტით. ყველაზე მაგრად მე და ლიზი ვხტუნავდით ხოლმე, ყველაზე ცუდად ჩემი ძმა. ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ძალიან ბევრს ვხტუნავდით, ათასამდე ავსულვართ.  მერე ნაყინს ვყიდულობდით ხოლმე, სკამეიკაზე ვსხდებოდით და ვჭამდით. მე მგრძნობიარე კბილები მქონდა და ჩაკბეჩის დროს მტკიოდა, ამის გამო ყოველთვის ბოლოს ვამთავრებდი ჭამას. ახლაც ასე ვარ.

მერე ჩვენს ეზოში რომ თუთა იდგა იმას შევუდგებოდით. საკმაოდ გემრიელი თუთა იყო, თუმცა ერთი ნაკლი ჰქონდა-დღის ბოლოს ყველა ამოთხუპნულები ვიყავით მუქ იასამნისფერ წვენში.  მაშინ პატარები ვიყავით და სულაც არ ვგრძნობდით ამ წებიან წვენში თავს დისკომფორტში.

ბოლოს, ცოტა რომ ჩამობნელდებოდა ვიშლებოდით. დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენგანის სახლში ერთი და იმავე სცენა იმართებოდა- დედა გვეუბნებოდა, რამდენჯერ უნდა გავრეცხო თქვენი მაისურები თუთის და ნაყინის არომატითო. მაისურებს მაინც გვირეცხავდა, მაგრამ მომდევნო დღის ბოლოს ჩვენი მაისურები ნაყინის არომატით, ისევ ტრიალებდა სარეცხ მანქანაში. სარეცხი მანქანა ახალ ნაყიდი გვქონდა და მე და ჩემი ძმა დებილებივით ვაყოლებდით თვალს მის ტრიალს და თავბრუ გვეხვეოდა.

No Title

იმდენი პოსტი მაქვს სათაურით “ნახატები” “ახალი ნახატები” “ახალთ-ახალი ნახატები” , რომ გადავწყვიტე სულაც არ დამერქვა სათაური და უბრალოდ ჩემი ნახატები მეჩვენებინა, რომლებიც ყველა ფეინთშია შესრულებული და ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრი დაგროვდა Continue reading

რას ემსახურება გადაცემა "100 გრადუსი ცელსიუსით" ?

Reblogged from Ketusi's Blog:

Click to visit the original post
  • Click to visit the original post
  • Click to visit the original post

ქართულ სატელევიზიო სივრცეში გასულ არცერთ თიქ-შოუს ერთგული მაყურებელი არ ვარ,თუმცა ზოგჯერ ჩემ ყურადღებასაც მიიქცევენ ხოლმე.ყველა ჯერზე ვრწმუნდები,რომ არ ღირს მათი ყურება!გუშინ იმედის ეთერში გასულმა გადაცემა “100 გრადუსი ცელსიუსით” გამაოგნა და ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა.ადრეც რამოდენიმე ნაწყვეტი მაქვს ნანახი ამ გადაცემის და მაოგნებს ნოდარ მელაძის სუბიექტურობა რომელიც არაობიექტურობაში გადადის.

გადაცემა ეძღვნებოდა რთულად აღსაზრდელ თაობას და თუ რა გზას ადგებიან ისინი ხშირ შემთვევაში და რა შედეგები მოჰყვება ამას.

თურმე ნუ იტყვით და გადაცემის მომზადება მაყურებლის თხოვნის და გამო გადაუწყვეტიათ!

თუ ასეთი ‘კეთილშობილური’ მიზანი ამოძრავენს გადაცემის ავტორს,მაშინ რატომ იკვეთება გადაცემაში მცდელობა იმისა,რომ მთელ თაობას  ’რთულად აღსაზრდელის და დეგრადირებულის’ იარლიყი მიაკერონ?რატომ  მოგვაწოდებენ დამახინჯებულ ფაქტებს და რაც მთავარია,რატომ არ სთავაზობენ ამ თაობას არჩევანს და გამოსავალს? მოზარდი თაობის პრობლემატური ხასიათი არავისთვის არის გასაკვირი და ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში უაღრესი ზრუნვის საგანია.საქართველოში კი,სადაც პრაქტიკულად ყველა მოზარდი  სოციალური პირობების გამო და ქვეყანაში გამეფებულ უმუშევრობის გამო თავს უსარგებლოდ მოიაზრებს და ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს,თუ რითი შეიძლება შეცვალოს თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ,ამ მასიური დეპრესიის ფონზე მაინც გასაკვირია ის ფაქტი,რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა მაინც ახერხებს,რომ ‘ადამიანობა’  შეინარჩუნოს და არ მიეცეს სასოწარკვეთას.ინდივიდუალიზმის გამოხატულება ყველა დროში მოზარდობის ასაკში იჩენს თავს და არ არის გასაკვირი,რომ ტენდენციას აყოლილი ახალგაზრდები ან ემოების ან გოთების და ან ნეფორმალების დამახასიათებელი გარეგნობით დაიარებოდნენ ქუჩებში.თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას ,რომ თავს მოგვახვიონ ცრუ მცნებები და ასოცოაციები,როგორც ეს ამ გადცემაში მოხდა.

გუშინდელმა გადაცემამ საბოლოოდ დამარწმუნა იმაში,რომ ეს გადაცემა არის პროვოკაციური! არ ერიდებიან ფაქტების გაყალბებას-დამახინჯებას.საქმე იმაში არ არის,რომ გადაუმოწნებელი მასალით კეთდება გადაცემა,გადაცემაში გამიზნულად ფალსიფიცირებული მასალაა გამოყენებული.

გადაცემას შეგიძლიათ უყუროთ აქ! მინდა თქვენი ყურადღება რამოდენიმე გაყალბებაზე შევაჩერო :

1. ქალბატონი ,რომელიც საუბრობდა თავის შვილის შეცვლილ ხასიათზე,იმაზე,რომ ვერ აკონტროლებს და რომ ცუდ წრეში ჩავარდა მისი შვილი და ამან გადააწყვეტინაის,რომ საბოლოოდ მან სახელმწიფოს სთხოვა ეზრუნა ამ  ბავშვზე!იმდენად გამაოგნებელ ამბავს ყვებოდა რომელიღაც სექტაზე,რომ დაუჯერებლად მეჩვენა და არც მოვტყუებულვარ!სულ მალე ეს ქალბატონი ტყუილში ‘გამოვიჭირე’,თუმცა მერე არმოჩნდა,რომ პრაქტიკულად სულ ცილისწამებას ქონდა ადგილი.

  • მან ახსენა,რომ არის საიტი სადაც წერენ ამ სექტების შესახებ და ერთ ერთი იყო ვინმე ‘ფორთოხლის გოგონა’ ,რომელსაც ,პრაქტიკულად ცილი დასწამეს გარყვნილობაში.—რეალურად კი,პირადად ვიცნობ ამ გოგონას და მას აქვს ბლოგი,რომელზეც უწერია სტატია ‘ნეფორმალების’ შესახებ,რომელიც თავიდან ბოლომდე მათ კრიტიკას ეძღვნება!
  • როგორც აღმოჩნდა,შვილი,რომელზეც ეს ქალბატონი საუბრობდა —ნაშვილები ყოფილა და ისიც გაირკვა,რომ ამ ბავშვს თვითონ საკმაოდ ცუდად ექცევა! მან გადაწყვიტა ბავშვთა სახლში ბავშვის ‘დაბრუნება’,თუმცა ამას ზალიან პროვოკაციული ფორმიტ აკეთებს.გაირკვა,რომ ამ ყველაფრის შესახებ ძალიანაც კარგად იცის გადაცემის წამყვანმა,თუმცა ეს ფაქტი არ გაუჟღერებიათ!

2. სატანისტებად მოხსნიებული ახალგაზრდები სინამდვილეში სულაც არ არიან სატანისტები!

ამ სურათზე კარგად ჩანს,რომ ჩვეულებრივი მეგობრების თავშეყრა არის დაფიქსირებული,რომელზეც შემდგომ  ’იმუშავეს’  და ამგვარად  მოგვაწოდეს მაყურებელს!ამ სურათზე ჩემმა Facebook მეგობარმა თავისი მეგობრები ამოიცნო და  რაიმე სექტასთან მათ კავშირს სასტიკად უარჰყოფს.ამ სურათზე გამოსახულ ერთ- ერთი ბიჭი(ვისზეც მაქვს ინფორმაცია) ჩივილსაც აპირებს!

კიდევ ერთი სურათი,რომლის სიყალბეც გამოაშკარავდა არის სურათი,რომელზეც გოგონაა გამოსახული.ეს სურათი კარნავალზეა გადაღებული,სადაც ეს გოგონა ორო ჩიმაროს (მულტიპლიკაციური ფილმის გმირის) ფორმით მივიდა.როგორც ჩანს ეს საკმარისი აღმოჩნდა ნოდარ მელაძესთვის,რომ მასთვის ‘სატანისტობა’ დაებრალებინა

3. ემოებს რაც შეეხება… გადაცემაში მოსული 3 ახალგაზრდა საკმაოდ ექსცენტრულად გამოიყურებოდა,თუმცა როგორც თვითონ ამბობენ—ისინი ემოები არიან.მართლც,ერთი შეხევით ემოებისთვის დამახასიათებელი გარეგნობა ქონდათ,თუმცა

  • ვარდისფერთმიანი ბიჭი აშკარად პარიკით იყო!რად უნდა პარიკი ბიჭს,რომელიც თავს ემოდ გვაცნობს?
  • ემოების ‘კულტი’ არ მოითხოვს მსხვერპლშეწირვას
  • თავადაც ამბობენ,რომ ჩვენ კატა მსხვერპლად არასდროს შეგვიწირავსო
  • მაშინ რატომ გვაჩვენებენ კატის მსხვერპლად შეწირვის ინსცენირებას?
  • კადრში თოვლი ჩანს,თბილისში კი დიდი ხანია,რაც გაზაფხულია!
  • საეჭვოდ მოხატული სახეებით მოგვევლინენ გადაცემაში,როგორც მათი თაობის ახალგაზრდები ამბობენ(მე არ ვიცი,მსგავსი არაფერი მინახავს),მთლად ასეთი ‘გაფერადებული’ სახითაც არ დადიანო,ვარაუდია,რომ ასე იმიტომ შეინიღბნენ,რომ მაკიაჟის გარეშე ვერ იცნონ.

4. არ შეეფერება სიმართლეს ის,რომ მძიმე როკის ან მეტალის თაყვანისმცემელი აპრიორი სატანურ სექტას მიეკუთვნება! რატომ ავლებენ ამგვარ პარალელს? უამრავ ახალგაზრდას(ზოგჯერ მეც) მძიმე მეტალის მოსმენა სიამოვნებს,ეს ხომ არ უნდა ნიშნავდეს იმას,რომ მაინც და მაინც სატანისტები არიან ? მაგრამ როგორც ჩანს, ამგვარი მუსიკის მოსმენა,რკინის ელენემტებით გაფორმებულ ტყავის ქურთუკის და სამაჯურების ტარება მხოლოდ ნოდარ მელაძისთვის ყოფილა ‘სატანისტის’ ატრიბუტიკა. ამგვარად ხელოვნურად იქმნება სტიგმა!

5. ემო ახალგაზრდების გამოყვანით და მათი ‘რიტუალების’ ჩვენებით ხდება მათი ხელოვნურად პოპულარიზება,რაც შეიძლება მისაბაძი მაგალითი გახდეს.ძალიან ბევრ მოზარდს აქვს პოპულარობის მოხვეჭის სურვილი,ამ გადაცემების მეშვეობით კი (გინდაც ადრე გასული გადაცემაში მოყვანილი კესო,გეი და საბი) ხდება ამ პოპულარობის  ნებისმიერი ,გინდაც ამორალური გზით მოპოვებისთვის იდეის მიწოდება!

კიდევ რამოდენიმე ნაკლზე შეიძლება ყურადღების გამახვილება,თუმცა ამ პოსტის მიზანი მხოლოდ ის არის,რომ ტყუილი გამოვააშკარავოთ.

ჩემს მსგავსად ბევრი ადამიანი არის აღშფოთებული,სოციალურ ქსელში ვრცელდება გვერდები ამ გადაცემის დახურვის მოწოდებით.თუმცა მე ვფიქრობ ,რომ გადაცემის იდეა შესანიშნავია,შესაბამისი წამყვანი და მის მომზადებისთვის საჭირო კარგი ჟურნალისტები რომ ყავდეთ!

თვითონ  ახალგაზრდების ამგვარ ქცევებს რაც შეეხება,მინდა შეგახსენოთ,რომ მოზარდი ხშირად პროტესტის ნიშნად მიმართავს ამგვარ ასოციალურ ან გინდაც ანტისოციალურ ქცევებს!ამ შემთხვევაში შედეგთან ბრძოლა კი არ არის საჭირო,მათი ამგვარი საქციელის მიზეზი უნდა ვიპოვოთ.მე ვთვლი,რომ პრობლემური ბავშვი არ არსებობს,არსებობს ბავშვი,რომელსაც არ უსმენენ,მას საკმაო დროს არ უთმობენ და სითბოს არ აგრძნობინებენ,არ აღიქვამენ,როგორც პიროვნებას.ამაში თანაბრად არის დამნაშავე იოჯახიც და გარემოც.თუმცა ეს უკვე სხვა პოსტის თემაა და სხვა დროს ვისაუბროთ.

პოსტი, რომელშიც ქეთუსის ყველაფერში ვეთანხმები! ძალიან გასაგებად არის დაწერილი და ყველა მტკიცწე ალიბია მოყვანილი, იმისა, რომ ნოდარ მელაძე ამდენი ცრუ მასალით ცდილობს რეიტინგული გადაცემის გაკეთებას :/ ძალიან კარგი პოსტია და მინდოდა რომ თქვენც გენახათ :)

წარსულის ინტერნეტ სამყარო

ალბათ ყველას არ ჰქონდა ხელმისაწვდომობა ინტერნეტთან წლების წინ, თუმცა მაშინაც არსებობდა ინტერნეტ სივრცე, რომელიც არც თუ მთლად მრავალფეროვანი იყო. არ გაინტერესებთ, როგორი იყო წლების წინ ესა, თუ ის საიტი, რომელზეც ახლა სისტემატიურად შევდივართ?

მოკლედ, გადავწყვიტე მეჩვენებინა შედარებით პოპულარული საიტები, რომლებიც დღესდღეობით საქართველოში პოპულარულია :) იმედია საინტერესო გამოვა. Continue reading

მოლოდინში

აღდგომის წინა დღეა.. ყველა სახლში ფუსფუსებს და ემზადება იმისთვის, რომ აღდგომის დღესასწაულს სთანადოდ დახვდეს-ზოგი კვერცხს ღებავს, ზოგიც პასკებს აცხობს. ზოგმა უკვე ყველაფერი მოითავა და გულდამშვიდებული ელოდება ხვალინდელ დღეს. ზოგი, პასკას მიადგა საჭმელად და ქიშმიშებს აცლის, ზოგიც ქიშმიშიანად ჭამს, ზოგი კი მარხვის გამო თავს იკავებს.

ჩემთან უკვე კვერცხებიც შეიღება, პასკებიც გამოცხვა და დაგემოვნდა კიდეც. სხვათაშორის დედაჩემს არაჩვეულებრივი პასკები გამოსდის.. ცოტა კი დაგვეწვა, მაგრამ ეგ არაფერი-მაინც გემრიელია. ხვალ კვერცხებსაც დავუჭახუნებთ, მე სულ გამიტყდება და ხელებს დავიწითლებ მაგის ფრცქვნით :D

ფეისბუკზე, უკვე აზიარებენ აღდგომის მისალოც სურათებს, წერენ მისალოც სტატუსებს, დებენ პასკების და კვერცხების ფოტოებს და პიემიც გავსებულია მილოცვებით.

ყველას წინასწარ გილოცავთ, ვინც კი აღნიშნავთ ამ დღესასწაულს! :) კარგი დრო გაატარეთ!

“ვდუმდეთ და ვყვიროდეთ სიკეთეს”

რა ძალა აქვს სიტყვებს?! რა თქმა უნდა უდიდესი, მაგრამ მე ყველაფერი სხვანაირად მინდა იყოს;
მინდა; დილით გავიღვიძო და თუნდაც ვერ ვლაპარაკობდე მაგრამ ყველასი მესმოდეს და ყველას ესმოდეს ჩემი.
მინდა იმ ცალფეხა მოხუცმა (მზესუმზირას რომ ყიდის) უსიტყვოდ გაიგოს ჩემი სალამი.
მინდა სიტყვები დავივიწყოთ და პირს მხოლოდ ღიმილისთვის ვიყენებდეთ,
მინდა ადამიანის ფიქრები გვესმოდეს და არა სიტყვები (ზოგჯერ ხომ ერთს ფიქრობენ და მეორეს ამბობენ)
მინდა ვიყვიროთ! ფიქრებში ვიყვიროთ რომ გვიყვარს, გვიყვარს ყველა და ყველაფერი, და ეს ყველას ესმოდეს!

მინდა ვდუმდეთ და ვყვიროდეთ!

მაგრამ საუბედუროთ ეს არ შეგვიძლია, მაგრამ ხომ შეგვიძლია გავაკეთოთ ისე რომ სიტყვები მხოლოდ სიკეთეს მოვახმაროთ და ყველანაირი ბილწი და ამაზრზენი აზრის გამომხატველი საცოდავი ბგერების წყობა დავივიწყოთ! 

ხალხოო ჩაიგდეთ ენა თუ ცუდის თქმას აპირებთ! მაგრამ იყვირეთ თუ გიყვართ!

ყველაზე მაგარი ბავშვი

საბა საბაშვილი-ყველაზე მაგარი ბავშვი ♥

ნუ, საბა ამ ვიდეოებშ უფრო საყვარელი ჩანს, ვიდრე არის, მაგრამ მაინც ძალიან, ძალიან საყვარელია  ♥ ♥ ♥

Search Engine Terms #2

მეორე ნაწილი იმისა, თუ რა იდიოტობებს ეძებენ/ფიქრობენ, რომ იპოვიან ჩემს ბლოგზე. იმდენი სისულელე გროვდება ხოლმე, რომ თვეში ერთხელ შეიძლება ერთი იუმორისტული პოსტი გამოგივიდეს.

დავიწყებ (შევეცდები, პასუხები გავცე მათ ყოვლისმომცველ კითხვებს და დავაკმაყოფილო მათი სურვილები):

რა მაქ საპატიებელი პაულასთან   >>  როგორ, თუ რა?  შენ არ იყავი როდრიგო, პაულას ჰორაციოსთან რომ ღალატობდი? :D

რატომ ჭამენ ჩიტები ტყლაპს?  >> პახმელიაზე რომ არიან მჟავის მოთხოვნილება აქვთ :D

სიმპატიური ჩიტების პაპარაცი  >> ნუ, თუ ეძებ შემიძლია გაგაცნო. ერთს ვიცნობ ძალიან კარგი ბიჭია 

დღეს სკოლაში არ ვიყავი  >> არ გრცხვენია? ამდენი გაცდენები გაქვს! ჟურნალში არას ჩაგიწერ! 

თავზეხელაღებული ნუგზარი  >>  ერგემლიძე? O.o

25 არხი 23 მეტრი >> 27 ორცხობილა!

მე მიყვარს ქრისტინე >> იი ^_^ ოღონდ ქრისტინ-ე არა, ქრისტინ-ა! :)

shua titi >> ცოტა ნორმალურად ისაუბრე ჩემი გოგო/ბიჭი! :დ

როგორ დავხატო ბავშვი >> ჯერ დახატე თავი, მერე ტანი, ხელები, ფეხები, თვალი, ცხვირი პირი, ყური და ეგაა :D

ფეისბუკზე სტუმარი როგორ ვნახო >> დააკონკრეტე-ანუ ფეისბუკური “გოსტები” გაინტერესებს? :D

sakutari.wordpress.com >> შეარიკო <3 <3 <3

აღარ მჯერა >> კომბოსტოში რომ გიპოვეს იმის? :D

როგორ შემოვირიგოთ შეყვარებული >> ვაი შე ბეჩაო! მაგის ტუტორიალები ნამდვილად არ მაქვს :D

ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვები >> შე მზაკვრულოო! 

კუზანოვის ძუძუები >> ვაიმეეეე :დდდდ

 

 

კიდევ ძაალიან ბევრია, მაგრამ განსაკუთრებულები ამოვარჩიე, როგორც წინაზე.. მე კი ბოლოზე ჩავიხოცე და თქვენი არ ვიცი :დ

 

 

ჰორიზონტი…


მთელი ღამე წვიმდა, წვიმის წვეთების ტყლაშუნი არ გაძინებდა.

დილით კი ზღვის ტალღების შრიალი გაღვიძებს.

დგები… იცმევ… გადიხარ გარეთ…

ჩადიხარ ქვევით. ნაპირზე დგები და ზღვის ტალღა გისველებს ფეხებს.

ხალხი თითქმის არაა. დგახარ მარტი და გაჰყურებ ზღვის უსასრულო ჰორიზონტს.

ფიქრობ… თან წვიმის შემდეგ დამდგარ სუნს იყნოსავ და გსიამოვნებს.

ზღვის ტალღები გელაქუცებიან ფეხებზე. შენ კი ისევ ისე დგახარ და ფიქრობ… ფიქრობ ყველაფერზე.

შეგცივდა… შეგცივდა და უკან გაბრუნდი.

გზადაგზა უკან იხედები და კიდევ შეჰყურებ ზღვის ჰორიზონტს… ფიქრობ უსასრულობაზე…

ბრუნდები სახლში, წვები ლოგინში, ის ისევ თბილია.

ხუჭავ თვალებს და ფიქრობ… ფიქრობ უსასრულოდ…

ჩიტების პაპარაცი-ანუ გაზაფხული დადგა!

ძნელია, გრძნობდე, რომ გაზაფხული დადგა, შენს ირგვლივ ამდენი ჩიტი დაფრინავს და ჭიკჭიკებს, შენ კი არ გაგიჩნდეს სურვილი, რომ ისინი ფოტოზე აღბეჭდო.  ჰოდა მეც ვხედავ ჩიტებს და მეც მესმის მათი ჟღურტული :)

ახლა კი დასტური იმისა, რომ გაზაფხული მართლა დადგა. ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები-ჩიტები ჩემს ეზოში.

ფოტოების ხარისხის რა მოგახსენოთ, მაგრამ გაზაფხული ნამდვილად დადგა და მიხარია! ♥

მაინც სხვა შეგრძნებაა, გაზაფხულის დილის სურნელთან ერთად რომ იღვიძებ.. :)